ახალი ამბები

პარლამენტთან აღმართულ რკინის ბარიკადებს უახლოეს დღეებში აიღებენ

11 ივნისი, 2021 •
პარლამენტთან აღმართულ რკინის ბარიკადებს უახლოეს დღეებში აიღებენ

პარლამენტთან აღმართულ რკინის ბარიკადებს უახლოეს დღეებში აიღებენ. ამის შესახებ ნეტგაზეთს პარლამენტის პრესსამსახურმა განუცხადა.

მათი თქმით, რკინის კონსტრუქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.

ბარიკადები საკანანომდებლო ორგანოსთან 2019 წლიდან არის აღმართული. პარლამენტთან რკინის კონსტრუქციები მას შემდეგ განლაგდა, რაც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი საპროტესტო ტალღისას სხვადასხვა დროს აქტივისტებმა პარლამენტის პიკეტირება სცადეს.

რკინის ბარიკადების აღების საკითხი რამდენიმე კვირის წინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “გირჩის” წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმაც დააყენა. პასუხად კი მმართველი პარტიის წევრებმა პარლამენტის წინ გაშლილ კარვებზე მიუთითეს და აღნიშნეს, რომ კარვების ასაღებადაც კარგი დრო იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი