ახალი ამბებიეკონომიკა

I კვარტალში ინვესტიციები 28.3%-ით შემცირდა

9 ივნისი, 2021 • 1893
I კვარტალში ინვესტიციები 28.3%-ით შემცირდა

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28.3%-ით შემცირდა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სულ 125.4 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. შემცირების გამომწვევ მიზეზებად საქსტატი ასახელებს რეინვესტიციის მოცულობის შემცირებასა და რამდენიმე საწარმოს გადასვლას საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.

კვარტალურ ჭრილში 125 მლნ აშშ დოლარზე ნაკლები ინვესტიცია მხოლოდ 2009 წლის I კვარტალში იყო. პირველ კვარტალში შემოსული ინვესტიციიდან 71 მლნ აშშ დოლარი რეინვესტირებაა და მხოლოდ 27.6 მლნ აშშ დოლარია სააქციო კაპიტალი.

ყველაზე მეტი FDI შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:

  • გაერთიანებული სამეფო – 88.4 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი – 31.9 მლნ აშშ დოლარი
  • თურქეთი – 24.5 მლნ აშშ დოლარი
  • ჩეხეთი – 14.1 მლნ აშშ დოლარი
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები – 12.8 მლნ აშშ დოლარი

2021 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 93.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 74.9%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი – 35.5 მლნ. აშშ დოლარით (28.3%), ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.9 მლნ. აშშ დოლარით (22.2 %).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი