ახალი ამბები

“ყოველთვის მემახსოვრება, როგორ მიწოდეს მოღალატე” — გახარია

9 ივნისი, 2021 • 2776
“ყოველთვის მემახსოვრება, როგორ მიწოდეს მოღალატე” — გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ მას ყოველთვის ემახსოვრება, როგორ უწოდეს მოღალატე.

გახარია ტვ “პირველის” ეთერში, ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” საუბრობდა 20 ივნისს დაშავებულ ადამიანებზე, რა დროსაც თქვა:

“მე არ მჭირდება ამის გახსენება. მე ეს ყოველთვის მახსოვს და მემახსოვრება ისევე, როგორც ყოველთვის მემახსოვრება, როგორ მიწოდეს მოღალატე”.

გიორგი გახარიას მოღალატე რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნების” ყოფილმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა უწოდა პრემიერის პოსტის დატოვების გამო.

გახარიამ ტვ “პირველის” ეთერში ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ ვერ დაუკავშირდა  ბიძინა ივანიშვილს, როცა გადადგომა დააპირა მიმდინარე წლის თებერვალში. მან არ ისურვა დაკონკრეტება, ივანიშვილმა მის ზარს უბრალოდ არ უპასუხა, თუ ტელეფონი გათიშული ჰქონდა.

გუნდთან ვერ მივაღწიე შეთანხმებას – გახარია პოსტის დატოვებას მელიას დაპატიმრების თემით ხსნის

მასალების გადაბეჭდვის წესი