ახალი ამბები

8 ივნისიდან ტურიზმში დასაქმებულები აცრას ბათუმსა და თელავშიც შეძლებენ

8 ივნისი, 2021 • 1206
8 ივნისიდან ტურიზმში დასაქმებულები აცრას ბათუმსა და თელავშიც შეძლებენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფრმაციით, დღეიდან ,8 ივნისიდან, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ვაქცინაცია თბილისთან ერთად ბათუმსა და თელავშიც დაიწყება. აქამდე სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლების ვაქცინაცია მხოლოდ თბილისში მიმდინარეობდა.

“ამ მიზნით ტურისტული კომპანიების, განთავსების, კვებისა და გასართობი ობიექტების წარმომადგენლებმა წინასწარი რეგისტრაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ. ადმინისტრაციის ცნობითვე, ბოლო მონაცემებით, ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია ინდუსტრიის 3000-ზე მეტმა წარმომადგენელმა გაიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი