ახალი ამბები

ენმ-ს პარლამენტთან სირცხვილის კორიდორით ელოდებიან

8 ივნისი, 2021 • 1338
ენმ-ს პარლამენტთან სირცხვილის კორიდორით ელოდებიან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის სირცხვილის კორიდორის მოსაწყობად პარლამენტის უკანა შესასვლელთან ახალგაზრდები შეიკრიბნენ და “პუფები” მიიტანეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არცერთ ორგანიზაციას არ წარმოადგენენ და უბრალო მოქალაქეები არიან, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” არათანმიმდევრულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

“პუფები იმიტომ მოვიტანეთ, რომ თვითონ ამბობდნენ, პარლამენტში ვინც შევიდოდა, პუფი იქნებოდა. 8 თვის განმავლობაში მთავარი თემა იყო, შევიდოდნენ თუ არა, როცა ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა ქვეყანას. ამბობდნენ, რომ საკუთარ პოზიციას არ გადაუხვევდნენ და თუ გადახვევა შესაძლებელი იყო, რატომ ამყოფეს ქართველი ხალხი 8 თვე გაურკვევლობაში”, — აცხადებს აქციის მონაწილე გიორგი შუკვანი.

ენმ-ს, რომელმაც პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, საკანონმდებლო ორგანოში დღეს ელოდებიან. თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც მათ სირცხვილის კორიდორით ელოდებიან, ჯერ არ გამოჩენილან.

მასალების გადაბეჭდვის წესი