ახალი ამბები

მოვახდენთ ენკას ქუთაისის ოფისის პიკეტირებას – ვარლამ გოლეთიანი

7 ივნისი, 2021 • 2635
მოვახდენთ ენკას ქუთაისის ოფისის პიკეტირებას – ვარლამ გოლეთიანი

ქუთაისში, კომპანია “ენკა რენუებლზის” ოფისთან და საქალაქო სასამართლოსთან ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები იმართება.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ რიონის ხეობაში დაკავებული პირების გათავისუფლებასა და კომპანიის მიერ სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტას.

დემონსტრანტების განცხადებით, მათ დაიწყეს კომპანიის ოფისის ბლოკირება და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნები.

“ხელისუფლება არ წამოვიდა რეალურ დიალოგზე ჩვენთან, წავედით ფართომასშტაბიანი აქციების გზით, გადაკეტვების გზით და ასე ვცდილობთ აღვასრულოთ კანონი ამ ქვეყანაში.

ჩვენ გადავკეტავთ აქაც კომპანიის ოფისს და არ მივცემთ [თანამშრომლებს] შესვლა-გამოსვლის საშუალებას, ასევე გადაკეტილი გვაქვს ხეობაში შესასვლელი გზები კომპანიისთვის”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი