ახალი ამბები

“ძიუდოისტის ცემის” საქმეზე ხვალ უგულავას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა

2 ივნისი, 2021 • 1126
“ძიუდოისტის ცემის” საქმეზე ხვალ უგულავას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ხვალ, 3 ივნისს, დაინიშნა.

საუბარია 2019 წელს აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე, რომელზეც უგულავას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.  უგულავას ედავებიან ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას.

მანამდე აღნიშნულ საქმეზე უგულავას პროცესი 13 მაისს იყო დანიშნული, თუმცა გადაიდო.

“ის იყო უნდა მერწმუნა ქართული “ოცნების” ფერისცვალების, ქართულმა თემიდამ ლახვარი ჩამსცა. ხვალ, 3 ივნისს, საქალაქო სასამართლოში 11:00 ჩაინიშნა ჩემი პროცესი, სადაც მე ძიუდოისტ ბადრი საბა გავაშელიშვილის აეროპორტში ცემა მედება ბრალად”, —წერს უგულავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი