ახალი ამბები

2 ივნისი: კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 ადამიანი

2 ივნისი, 2021 • 705
2 ივნისი: კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 და გამოჯანმრთელდა 896 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 603 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 444 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 159 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, პირველი ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.12 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.23%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.80%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 954 ახალი შემთხვევა თბილისსა და რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 509 ,
  • აჭარა – 82,
  • იმერეთი – 99,
  • ქვემო ქართლი – 67,
  • შიდა ქართლი – 33,
  • გურია – 9,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 88,
  • კახეთი – 30, მცხეთა-მთიანეთი – 24,
  • სამცხე-ჯავახეთი – 11,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 774, საიდანაც 3 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 223 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  346 150-ს,  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 4 834 პირი ემსხვერპლა და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 329 516-მდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი