ახალი ამბები

გუმათში პროტესტს ქუთაისელი ტაქსის მძღოლები შეუერთდნენ

1 ივნისი, 2021 • 2630
გუმათში პროტესტს ქუთაისელი ტაქსის მძღოლები შეუერთდნენ

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტს, რომელიც სოფელ გუმათთან იმართება, ქუთაისში მომუშავე ტაქსის მძღოლების ნაწილიც შეუერთდა.

ტაქსის მძღოლები გაბმული სიგნალებით უცხადებენ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობას.

სოფელ გუმათში საპროტესტო აქციები 26 მაისის ღამით, მას შემდეგ განახლდა, რაც რიონის ხეობის მცველები თბილისში გამართული აქციებიდან დაბრუნდნენ.

აქციის მონაწილეები პროტესტს რკინის ბარიკადებზე ხელის დარტყმითა და ხმაურის გამოწვევით გამოხატავენ.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ხეობაში შესასვლელი გზები დაკეტილია და ისინი მშენებელ კომპანიას “ენკა რენუებლზს” არ მისცემენ მუშაობის გაგრძელების საშუალებას.

კომპანიის განცხადებით, შექმნილი მდგომარეობა უკვე არის პოლიტიკური ფორსმაჟორის ვითარება, თუმცა ისინი არ აპირებენ სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზომებისთვის მიმართვას [კომპენსაციის მოთხოვნა], რადგან კომპანიის სურვილია, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს.


ფოტო გარეკანზე: კადრი “მთავარი არხის” ეთერიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი