ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე გიორგი გახარიას დებატებში იწვევს

1 ივნისი, 2021 • 873
გიორგი ვაშაძე გიორგი გახარიას დებატებში იწვევს

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სატელევიზიო დებატებში იწვევს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, რომელმაც პარტია “საქართველოსთვის” დააფუძნა.

გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებზე, სადაც შემთხვევითი არჩევის წესით ვაშაძისა და გახარიას დებატები უნდა შემდგარიყო, მის ნაცვლად ეთერში მამუკა მდინარაძე მივიდა:

“ძალიან სუსტ საუბარს ვხედავ ადამიანის, რომელსაც წარმოედგინა, რომ ოლიმპოს მთაზე იჯდა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო. მაშინ დებატებზე უარი მითხრა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული დებატების ფორმატში შემთხვევითი არჩევის წესით დაემთხვა ჩვენი სატელევიზიო დებატები, თუმცა ბატონ გახარიას შეეშინდა, ჩემთან დებატებში შემოსულიყო და მდინარაძე გამომიგზავნა.

ახლა კვლავ ვამბობ, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში დავსხდეთ დებატებში და კითხვა დავუსვა, რადგან დღეს ქვეყნის ეკონომიკა გაუბედურებულია და ის გახლდათ ქვეყნის სათავეში” ,- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი