ახალი ამბები

დარწმუნებული ვარ, ქალბატონი მაკა საყვარელ ადგილს დაუთმობს სამშობლოს — ენკა

31 მაისი, 2021 • 5009
დარწმუნებული ვარ, ქალბატონი მაკა საყვარელ ადგილს დაუთმობს სამშობლოს — ენკა

„ნამახვანჰესის“ პროექტის ხელმძღვანელისა და კომპანია „ენკას“ წარმომადგენლის, მერაბ ლომინაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ მაკა სულაძე “საყვარელ ადგილს სამშობლოს დაუთმობს”.

ჟურნალისტებთან საუბარში დღეს ლომინაძემ განაცხადა, რომ მართალია, „ნამახვანჰესის“ კაშხალი მორატორიუმის ფარგლებში არ შენდება, თუმცა მოსამზადებელი სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. მშენებლობაზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში იტბორება 3 სოფელი, კომპენსაციის სახით კი მოსახლეობაზე 35 მლნ ლარი უკვე გაიცა.

„დაკმაყოფილებულია, პრაქტიკულა ყველა მოსახლე, რომელიც იმყოფებოდა დატბორვისა და ზემოქმედების არეალში, გარდა ერთი ქალბატონისა, და ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ მას შემდეგ, რაც მოხდება შესაბამისი კომუნიკაცია და განხილვა — თუ რა სიკეთეები მოაქვს ამ პროექტს, ამის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მაკაც დაგვთანხმდება და ამ თავის საყვარელ ადგილს დაუთმობს თავის სამშობლოს“, — აცხადებს ის.

მაკა სულაძე „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო მოძრაობას პირველივე დღიდან უდგას სათავეში. ის ამბობს, რომ თავის მიწასა და სახლ-კარს არაფრის ფასად დათმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი