ახალი ამბები

ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამის ერთ საეჭვო შემთხვევას ვაკვირდებით – გამყრელიძე

31 მაისი, 2021 • 747
ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამის ერთ საეჭვო შემთხვევას ვაკვირდებით – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამის ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.

„სამხრეთაფრიკულ შტამზე გიდასტურებთ, რომ ერთ-ერთ საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს დაკვირვება ჩვენთან. დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიმდინარეობს ამ საეჭვო შემთხვევის გენეტიკური ანალიზი, სეკვენირება ამ ნიმუშის”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, სამხრეთაფრიკული შტამი განსაკუთრებით მძიმე კლინიკური მიმდინარეობით არ ხასიათდება.

“რაც შეეხება არის თუ არა ის მეტად მძიმე კლინიკურად, გეტყვით, რომ არა განსაკუთრებით. მით უმეტეს, ის შედარებით ნაკლებად არის გავრცელებული”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა

მასალების გადაბეჭდვის წესი