ახალი ამბები

“ჯანმრთელი მიდგომაა პოლიტიკისთვის” – გომელაური ენმ-ის პარლამენტში შესვლაზე

31 მაისი, 2021 • 444
“ჯანმრთელი მიდგომაა პოლიტიკისთვის” – გომელაური ენმ-ის პარლამენტში შესვლაზე

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მიესალმება “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლას. მისი თქმით, ენმ-ის აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურად “უფრო ჯანმრთელი მიდგომაა”, ვიდრე პარლამენტს გარეთ აქციების გამართვა.

“რა თქმა უნდა, მე მივესალმები “ნაციონალური მოძრაობის” შესვლას. კარგია, რომ შევიდა. ჩემი პირადი აზრია, გარეთ ყოფნას და აქციების ტარებას სჯობს, შიგნით იყვნენ, შიგნით იკამათონ და იმსჯელონ. უფრო კარგი იქნება და უფრო ჯანმრთელი მიდგომაა პოლიტიკისთვის, ვიდრე გარედან  მიტინგების და არეულობების მოწყობები”, — განაცხადა გომელაურმა.

“ნაციონალური მოძრაობა-“ძალა ერთობაშიას” ბლოში შემავალმა პარტიებმა რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება გუშინ, 30 მაისს მიიღეს. თუმცა შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი