ახალი ამბები

შს მინისტრის აზრით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ზოგჯერ “ეთიკურ და კანონის ზღვარს სცდება”

31 მაისი, 2021 • 742
შს მინისტრის აზრით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ზოგჯერ “ეთიკურ და კანონის ზღვარს სცდება”

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის თქმით, რიგ შემთხვევებში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება “ეთიკურ და კანონით დასაშვებ” ზღვარს სცდება, რასაც პოლიციელები საკუთარ თავზე გრძობენ.

“ჩვენ, ისევე, როგორც არაერთი დემოკრატიული ქვეყანა, პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. სამწუხაროდ, ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ეთიკურ და კანონით დასაშვებ ზღვარს სცდება და ამას ყველაზე მეტად პოლიციელები საკუთარ თავზე გრძნობენ”, — განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ის პოლიციელებს მათი ღირსებისა და პატივის დაცვას დაჰპირდა.

“მე, როგორც თქვენი ხელმძღვანელი, გპირდებით, ყოველთვის ვიქნები ღირსებისა და პატივის დამცველი, თუმცა, ამავე დროს, ობიექტური და მომთხოვნი”, — დასძინა გომელაურმა.

ცნობისთვის, ერთი თვის წინ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახნად, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის სანქციები გამკაცრდა. აქტივისტურ წრეებში მიიჩნევენ, რომ სანქციების გამკაცრება დემონსტრაციების წინააღმდეგ არის მიმართული, რათა პროტესტის გამოხატვის სურვილი ჩაახშონ.

ამ თემაზე გთავაზობთ “ნეტგაზეთის” სტატიას:

რატომ მკაცრდება სანქცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი