ახალი ამბები

ჩატარდა კორონავირუსის 12 207 ტესტი, გამოვლინდა 360 შემთხვევა – 31 მაისი

31 მაისი, 2021 • 569
ჩატარდა კორონავირუსის 12 207 ტესტი, გამოვლინდა 360 შემთხვევა – 31 მაისი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 360 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 195 ადამიანი, ჩატარდა 12 207 ტესტირება.

„რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.41%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.80%“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ქვეყანაში გამოვლენილი 360 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 200
  • აჭარა – 43
  • იმერეთი – 27
  • ქვემო ქართლი – 22
  • შიდა ქართლი – 6
  • გურია – 6
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 24
  • კახეთი – 13
  • მცხეთა – მთიანეთი – 8
  • სამცხე – ჯავახეთი – 6
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 546, საიდანაც 3 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 060, აჭარაში – 400, იმერეთში – 503.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში – 403, აჭარაში – 104, იმერეთში -165. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 220 პირი, მათგან თბილისში – 143, აჭარაში – 16, იმერეთში – 19. 658 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 366 – თბილისში, 248- აჭარაში. 7 059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

მთავრობის ინფორმაციითვე, ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება 20 119 ადამიანი, ხოლო საკარანტინო სივრცეებში – 44.

საქართველოში კორონავირუსის 343 963 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 327 618 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 4 773.

მასალების გადაბეჭდვის წესი