ახალი ამბები

ვერთიანდებით საქართველოსთვის, თუმცა არავის წინააღმდეგ — გახარია

29 მაისი, 2021 • 947
ვერთიანდებით საქართველოსთვის, თუმცა არავის წინააღმდეგ — გახარია

დაფუძნდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის”, რომლის თავმჯდომარეც გიორგი გახარია იქნება. გაერთიანების პრეზენტაცია თბილისში, ამ წუთებში მიმდინარეობს.

“დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის. ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ. დღეს ჩვენი გუნდი იწყებს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაბმას საქართველოსთვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, არავის წინააღმდეგ”, — თქვა გახარიამ.

გახარიამ მთავრობის მეთაურის პოსტი 2021 წლის თებერვალში დატოვა „ქართული ოცნების“ და მთავრობის სხვა ლიდერებთან შეუთანხმებლობის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი