ახალი ამბები

8 პირი დააკავეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე – შსს

27 მაისი, 2021 • 1949
8 პირი დააკავეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ გუმათთან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს.

უწყების ცნობით, აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევისთვის დააკავეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

სოფელ გუმათთან, სადაც პოლიციის მიერ რკინის ბარიკადებია აღმართული,  ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაძაბულობა იყო.

შეკრებილები პროტესტს რკინის ბარიკადებზე ხელის დარტყმით გამოხატავდნენ, რასაც პოლიციის მიერ ბარიკადების იმ მხარეს გადმოსვლა მოჰყვა, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები დგანან.

მასალების გადაბეჭდვის წესი