ნეტგაზეთი | “თბილისი ენერჯის” მომხმარებელებს გაზი თითქმის 8 თეთრით გაუძვირდათ “თბილისი ენერჯის” მომხმარებელებს გაზი თითქმის 8 თეთრით გაუძვირდათ – Netgazeti
RU | GE  

“თბილისი ენერჯის” მომხმარებელებს გაზი თითქმის 8 თეთრით გაუძვირდათ

“თბილისი ენერჯის” მომხმარებელებს გაზი 7.834 თეთრით გაუძვირდათ. სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯის“ კორექტირებულმა სამომხმარებლო ტარიფმა 53.972 თეთრი/კუბ.მ შეადგინა დღგ-ს ჩათვლით.

ტარიფი ძალაში შევა 2021 წლის პირველი ივნისიდან. ამ დროისთვის მოქმედი სამომხმარებლო ტარიფი შეადგენს 46.138 თეთრ/კუბ.მ დღგ-ს ჩათვლით.

სემეკის ინფორმაციით, კომპანიამ სამომხმარებლო ტარიფების დადგენის მიზნით სემეკში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაიწყო. სემეკის სხდომის დაწყებამდე კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ გაზს 34 თეთრად ყიდულობს და 26 თეთრად ყიდის, რის გამოც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში “თბილისი ენერჯიმ” 25 მილიონი ლარი იზარალა.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ტარიფის ცვლილების მოთხოვნით “ვარკეთილ აირმა” და “ენერგოკავშირმა” მიმართეს და ივნისში კომისია ამ კომპანიების ტარიფებზეც იმსჯელებს. ნარმანიას განმარტებითვე, ეს კომპანიები ვარკეთილს, მუხინანსა და გლდანის ნაწილს ამარაგებენ გაზით.

“დაახლოებით იგივე სქემაა [თბილისი ენერჯის მსაგვსი]. იგივე პერიოდში გვაქვს მათი ტარიფებიც დადგენილი, იგივე კურსით და, რა თქმა უნდა, გაცვლითი კურსი მათზეც ახდენს გავლენას”,-განაცხადა ნარმანიამ BMG-თან.

“ტარიფის გამო 1.5 წელში 25 მლნ ლარი ვიზარალეთ” – TE გაზის გაძვირებას ითხოვს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან 2021 წლის ივლისამდე.