ახალი ამბები

“ტარიფის გამო 1.5 წელში 25 მლნ ლარი ვიზარალეთ” – TE გაზის გაძვირებას ითხოვს

27 მაისი, 2021 • 1122
“ტარიფის გამო 1.5 წელში 25 მლნ ლარი ვიზარალეთ” – TE გაზის გაძვირებას ითხოვს

გაზის ტარიფის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით “თბილისი ენერჯი” (TE) განცხადებას ავრცელებს. გაზის გამანაწილებელი კომპანია აცხადებს, რომ გაზს 34 თეთრად ყიდულობს და 26 თეთრად ყიდის, რის გამოც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში “თბილისი ენერჯიმ” 25 მილიონი ლარი იზარალა.

“აღსანიშნავია, რომ გაზის გატარება/მომსახურების ტარიფი  არ იცვლება და ისევ 10 თეთრია, სადაც კომპანიის ყველა ხარჯია გათვალისწინებული და 2023 წლამდე მოქმედებს.

ბოლო რამდენიმე თვეა, “თბილისი ენერჯი” ითხოვდა და ახლაც ითხოვს  მოსახლეობისთვის გაზის შესაძენი ფასის ეროვნულ ვალუტაში დაფიქსირებას. რაც ლარის კურსის ცვლილების შემთხვევაში მომავალში ტარიფის ცვლილებისგან დაიცავს როგორც მოსახლეობას, ისე კომპანიას და საფრთხის ქვეშ არ დააყენებს დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებას”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

დღეს, 27 მაისს, სემეკი “თბილისი ენერჯისთვის” დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის ცვლილებაზე იმსჯელებს. სხდომაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეიცვლება თუ არა 2019 წელს დადგენილი გაზის ტარიფი.

მასალების გადაბეჭდვის წესი