ახალი ამბებირეკლამა

ინტელიექსპრესი უკრაინასა და დსთ-ს ქვეყნებში ფულად გზავნილებზე სპეციალურ ტარიფს გთავაზობთ

27 მაისი, 2021 • 1548
ინტელიექსპრესი უკრაინასა და დსთ-ს ქვეყნებში ფულად გზავნილებზე სპეციალურ ტარიფს გთავაზობთ

ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი მომხმარებლებს უკრაინიდან და დსთ-ს ქვეყნებიდან საქართველოში და საქართველოდან უკრაინასა და დსთ-ს ქვეყნებში თანხის გადაგზავნას 1%-ად სთავაზობს.

ამ ქვეყნებში ინტელექსპრესი ათწლეულზე მეტია ოპერირებს. სრულად ფარავს უკრაინის, მოლდოვასა და სომხეთის ტერიტორიას, მოწინავე სისტემებს შორისაა და ლიცენზირებულია ეროვნული ბანკების მიერ. ინტელიექსპრესი ასევე პირდაპირაა წარმოდგენილი უზბეკეთში, ხოლო სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გზავნილებს პარტნიორების საშუალებით ახორციელებს. ამ ეტაპზე ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესს უკრაინასა და დსთ-ს ქვეყნებში ძალიან კარგად იცნობენ. 

უკრაინაში, ფულადი გზავნილების მზარდ ბაზარზე, სადაც ბაზრის მოცულობა 3.1 მილიარდ დოლარს აჭარბებს ინტელიექსპრესი “მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის” სტატუსით სარგებლობს. ჩართული ჰყავს სისტემაში 25 ბანკი, ხელმისაწვდომია უკრაინის მთელს ტერიტორიაზე და ბაზრის 6%-ს იკავებს. ინტელიექსპრესი აქტიურად ემსახურება გზავნილებს უკრაინიდან საქართველოში, სომხეთში, საბერძნეთში, მოლდოვაში, დიდ ბრიტანეთში, კვიპროსში, პაკისტანში, ფილიპინებში.

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ინტელიექსპრესის გზავნილები ისრაელიდან, პოლონეთიდან, აშშ-დან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან უკრაინის მიმართულებით. 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, ეროვნული ბანკის მონაცემით უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით გზავნილების 103%-ით ზრდაც დაფიქსირდა, ხოლო ინტელიექსპრესისთვის ეს ზრდა 485%-ს შეადგენდა. მატება სისტემის გაფართოებას უკავშირდება.

ინტელიექსპრესი აგენტი ბანკების ფართო ქსელითაა წარმოდგენილი სომხეთშიც. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზეა შესაძლებელი სისტემის ფულადი გზავნილების სერვისის მიღება. თანამშრომლობს 10 ბანკთან. წლიდან წლამდე იზრდება სისტემის მომხმარებლების რიცხვი. ემსახურება გზავნილებს სომხეთიდან ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში. განსაკუთრებით დიდია გზავნილების ნაკადი საქართველოში, უკრაინაში, საბერძნეთსა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში. 

მოლდოვაში ინტელიექსპრესი თანამშრომლობს 4 ბანკთან და მოლდოვის ფოსტასთან. სისტემის ფულადი გზავნილების მიღება და განაღდება ქვეყნის მთელს ტერიტორიაზეა შესაძლებელი. მოლდოვის მიმართულებით გზავნილების ძირითადი ნაკადი მოდის: დიდ ბრიტანეთზე, ისრაელზე, უკრაინასა და კვიპროსზე. 

საქართველოში ინტელიექსპრესის ფულადი გზავნილები ხელმისაწვდომია, როგორც კომპანიის ფილიალებში, ისე ნებისმიერ ბანკში და სხადასხვა აგენტის ოფისებში.

სისტემა ინტელიექსპრესი მუდმივად ანვითარებს საკუთარ სისტემას და აფართოებს ქსელს. აქტიურად მუშაობს დისტანციური სერვისების დანერგვაზე. 2021 წელს უკრაინაში იგეგმება ბარათებსა და ანგარიშებზე ჩარიცხვის დისტანციური სერვისის შეთავაზება. 

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი 70-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. ლიცენზირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში. ასევე აქვს სპეციალური ლიცენზიები უკრაინის, სომხეთის, მოლდოვას, ფილიპინების, ინდონეზიის, ბანგლადეშის, ნეპალის, პაკისტანის და შრი-ლანკას ცენტრალური ბანკებიდან.  ინტელიექსპრესი ფლობს საკუთარ ფილიალებს დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, კვიპროსში, იტალიასა და საქართველოში. ინტელიექსპრესის სისტემის საშუალებით ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშია შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი