ახალი ამბები

26 მაისი: გამოვლინდა კორონავირუსის 1015 შემთხვევა, 28 ადამიანი გარდაიცვალა

26 მაისი, 2021 • 584
26 მაისი: გამოვლინდა კორონავირუსის 1015 შემთხვევა, 28 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1015 შემთხვევა გამოვლინდა და 28 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევები 39 697 კვლევის შედეგად გამოვლინდა, მათგან 25 325 ანტიგენის და 14 372 PCR ტესტი იყო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.56%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.71% იყო. ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 340 330-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 4 682 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 550
  • აჭარა – 71
  • იმერეთი – 84
  • ქვემო ქართლი – 65
  • შიდა ქართლი – 35
  • გურია – 14
  •  სამეგრელო – ზემო სვანეთი – 102
  • კახეთი – 46
  • მცხეთა-მთიანეთი – 28
  • სამცხე-ჯავახეთი – 12
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 13 694-ია, მათგან 3 940 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი