ახალი ამბები

კერძო სკოლა პარლამენტს მამის დღის დაწესების ინიციატივით მიმართავს

24 მაისი, 2021 • 1404
კერძო სკოლა პარლამენტს მამის დღის დაწესების ინიციატივით მიმართავს

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა მამის დღის 19 დეკემბერს აღნიშვნასთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო ინიციატივა ქუთაისის კერძო სკოლას “ღონე ქვეყნისა” ეკუთვნის. პარლამენტის ბიურომ საკითხი განსახილველად ჯანდაცვის კომიტეტს დააწერა.

საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული 3 მარტი — დედის დღე. მამის დღის აღნიშვნის ტრადიცია ქვეყნაში არ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი