ახალი ამბები

თუ შეთანხმებას არღვევთ, არ ვარ წინააღმდეგი, არ მივიღოთ ამნისტია — ოხანაშვილი ოპოზიციას

24 მაისი, 2021 • 1244
თუ შეთანხმებას არღვევთ, არ ვარ წინააღმდეგი, არ მივიღოთ ამნისტია — ოხანაშვილი ოპოზიციას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური შეთანხმების შემთხვევაში, პარლამენტმა ამნისტია არ მიიღოს, ხოლო ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ კანონის წინაშე პასუხი აგოს.

“თუ ვთანხმდებით ყველა, რომ არ მივიღოთ ამნისტია, მაშინ, კი ბატონო. ნიკანორ მელია, რომელიც ბრალდებულია უმძიმეს დანაშაულში, მაშინ აღსრულდეს კანონი. მე ნამდვილად არ ვარ მომხრე, რომ ამნისტია მივიღოთ, მაგრამ მე ვარ ერთგული იმ შეთანხმების და იმ პრინციპების, რომელიც ჩვენ ყველამ დავაფიქსირეთ. თუ შეიცვალა და თქვენ არღვევთ შეთანხმების ტექსტს და აღსრულებას, მაშინ დააფიქსირეთ ეს ღიად, რა გვიშლის ხელს? და მაშინ პოლიტიკურად ყველას მოუწევს საკუთარი პასუხისმგებლობის აღება. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ საერთოდ არ მივიღოთ ამნისტიის აქტი”, — განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე  “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის მომზადებულ ამნისტიის შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ. ფრაქციამ “ლელო – პარტნიორობა საქართველოს” 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტების განხილვის გადადება მოითხოვა.

პარლამენტში ამნისტიის განხილვისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

მასალების გადაბეჭდვის წესი