ახალი ამბები

ნაცვლიშვილი ამნისტიის კანონპროექტის განხილვის გადადებას ითხოვს

24 მაისი, 2021 • 823
ნაცვლიშვილი ამნისტიის კანონპროექტის განხილვის გადადებას ითხოვს

ფრაქციის “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტების განხილვის გადადებას ითხოვს.

აღნიშნული მოთხოვნა ნაცვლიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დააყენა, სადაც დღეს ამნისტიის კანონპროექტის განხილვა დაიწყო.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება.

ნაცვლიშვილის თქმით, საკითხის განხილვა უნდა მოხდეს სახალხო დამცველის და იმ ორგანიზაციების მოსმენის შემდეგ, რომელთაც დოკუმენტალურად შეუძლიათ წარმოადგინონ პოზიცია, თუ რა მოხდა 20 ივნისს.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ მოუსმენენ მთავარ პროკურორსაც და მასაც დაუსვამენ შეკითხვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი