ახალი ამბები

“ქრონიკული დაავადების მქონეებს “ფაიზერისთვის” შეუძლიათ წერილობით მოგვმართონ” — ტიკარაძე

21 მაისი, 2021 • 2665
“ქრონიკული დაავადების მქონეებს “ფაიზერისთვის” შეუძლიათ წერილობით მოგვმართონ” — ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე “რუსთავი ორის” ეთერში აცხადებს, რომ იმ პირებს, რომლებსაც რთული ქრონიკული დაავადებები აქვთ, “ფაიზერის” ვაქცინით ასაცრელად შეუძლიათ ჯანდაცვის სამინისტროს წერილობით მიმართონ.

მინისტრის თქმით, განცხადებებს სამინისტრო კომისიური წესით განიხილავს და აღნიშნული ვაქცინის დიდი მოცულობით ჩამოსვლამდე “ფაიზერით” აცრას შეძლებენ:

“მინდა მოვუწოდო იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ რთული ქრონიკული დაავადებები და ეკუთვნით ფაიზერით აცრა: გამოაგზავნონ წერილობითი მოთხოვნა და კომისიური წესით მიმდინარეობს სამინისტროში მსჯელობა, რის შემდეგაც მათ შეეძლებათ ფაიზერის დიდი მოცულობით ჩამოსვლამდე მიიღონ ამ ვაქცინის დოზები”, – ამბობს ტიკარაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე კი “ფაიზერის” დაპირებული მილიონი დოზის ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ იარსებებს თუ არა კრიტერიუმები, ვისთვის იქნება პრეპარატი ხელმისაწვდომი, მაგალითად, ორსულები და მეძუძური დედები თუ იქნებიან მათ შორის, ტიკარაძე პასუხობს:

“სწორედ ეს ვიგულისხმე. პრიორიტეტები იქნება, რათა იმ აუცილებელი ჯგუფებისთვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ფაიზერის ვაქცინა, ჯანდაცვის სამინისტრო ხელს შეუწყობს ამ ესენციურ ჯგუფებს, მიიღონ მათთვის განკუთვნილი დოზები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი