ნეტგაზეთი | თბილისში “სინოვაკის” ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო თბილისში “სინოვაკის” ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო – Netgazeti
Batumelebi | RU

თბილისში “სინოვაკის” ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო

თბილისში ჩინური წარმოების “სინოვაკის” ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო.

აღნიშნულ ვაქცინაზე რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეიდან, 21 მაისის 12:00 საათიდან შეეძლოთ. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა, ამ დროისთვის “სინოვაკის” ვაქცინით აცრაზე 4 000-მდე ადამიანია დარეგისტრირებული.

ჯავშნები ამ დროისთვის ხელმისაწვდომია რეგიონებში (14:30 საათის მონაცემით).

რაც შეეხება უშუალოდ ვაქცინაციის პროცესს, რეგისტრირებული პირები ვაქცინის მიღებას 24 მაისიდან შეძლებენ.

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ჩინური წარმოების “სინოვაკის” ვაქცინა, “სინოფარმის” მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.

საქართველომ “სინოვაკის” 100 000 დოზა “სინოფარმის” ამდენივე დოზის ყიდვისას ჩინეთისგან უსასყიდლოდ მიიღო.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება.

უწყების განცხადებით, ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიწოდებულია 260 მლნ დოზა სინოვაკის ვაქცინა.

აცრაზე რეგისტრაციისთვის დაჯავშნეთ დრო სასურველ კლინიკაში ვებ გვერდზე Booking.moh.gov.ge, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე – 1522

აღნიშნულ ვაქცინას, “სინოფარმისგან” განსხვავებით, ჯერჯერობით არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.