ახალი ამბები

21 მაისს 12 საათიდან “სინოვაკით” აცრაზე რეგისტრაცია იწყება

20 მაისი, 2021 • 1205
21 მაისს 12 საათიდან “სინოვაკით” აცრაზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ხვალ, 21 მაისს, 12:00 საათზე ჩინური წარმოების “სინოვაკის” ვაქცინაზე რეგისტრაცია დაიწყება.

რაც შეეხება უშუალოდ ვაქცინაციის პროცესს, რეგისტრირებული პირები ვაქცინის მიღებას 24 მაისიდან შეძლებენ.

სამინისტრო განმარტავს, რომ ჩინური წარმოების “სინოვაკის” ვაქცინა, “სინოფარმის” მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება.

უწყების განცხადებით, ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიწოდებულია 260 მლნ. დოზა სინოვაკის ვაქცინა.

აცრაზე რეგისტრაციისთვის დაჯავშნეთ დრო სასურველ კლინიკაში ვებ გვერდზე Booking.moh.gov.ge, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე – 1522

აღნიშნულ ვაქცინას, “სინოფარმისგან” განსხვავებით, ჯერჯერობით არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი