ახალი ამბები

20 მაისი: გამოვლინდა კორონავირუსის 1104 შემთხვევა, 21 ადამიანი გარდაიცვალა

20 მაისი, 2021 • 1079
20 მაისი: გამოვლინდა კორონავირუსის 1104  შემთხვევა, 21 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 21 ადამიანი გარდაიცვალა და გამოჯანმრთელდა 1 603 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 032 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 256 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 776 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.8%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.39%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.03%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 104 ახალი შემთხვევა თბილისსა და რეგიონებს შორის ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 607 ,
  • აჭარა – 83,
  • იმერეთი – 103,
  • ქვემო ქართლი – 57,
  • შიდა ქართლი – 40,
  • გურია – 12,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 109,
  • კახეთი – 46,
  • მცხეთა-მთიანეთი – 15,
  • სამცხე-ჯავახეთი – 24,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 334 705-ს, დღემდე ვირუსს, ჯამში,  4 540 პირი ემსხვერპლა და გამოჯანმრთელებულია 315 254 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი