ახალი ამბები

დღეიდან Provax.ge-ზე შესაძლებელია ვაქცინაციისთვის განკუთვნილი თავისუფალი ადგილების ნახვა

19 მაისი, 2021 • 1559
დღეიდან Provax.ge-ზე შესაძლებელია ვაქცინაციისთვის განკუთვნილი თავისუფალი ადგილების ნახვა

დღეიდან ვებგვერდ Provax.ge-ზე შესაძლებელია ვაქცინაციისთვის განკუთვნილი თავისუფალი ადგილების რაოდენობის ნახვა.

ვებგვერდი Provax.ge მთავრობის მიერ ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შეიქმნა. Provax.ge-დან დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ პასუხები ვაქცინაციის შესახებ კითხვებზე. ვებგვერდზე ასევე ხელმისაწვდომია შემეცნებითი ვიდეორგოლები, ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკა და საქართველოში ჩOVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა.

ამჟამად, საქართველოში აცრილია სულ 97 153 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი