ახალი ამბები

ელჩის თანახმად, გერმანიაში დასაქმებული ქართველების პრობლემები მოგვარდება

19 მაისი, 2021 • 1479
ელჩის თანახმად, გერმანიაში დასაქმებული ქართველების პრობლემები მოგვარდება

გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების სამუშაო პირობები გამოსწორდება. საუბარია ლეგალურად დასაქმების პროგრამით მომუშავე ერთ-ერთ ჯგუფზე, რომლის წევრებიც მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობდნენ. ელჩი ამბობს, რომ სხვადასხვა უწყებების ჩარევით საქართველოს მოქალაქეები მინიმალურ ხელფასს 9.5 ევროს საათში მიიღებენ და შესაფერისი საცხოვრებელი პირობებიც ექნებათ.

“ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც ეხებოდა  მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფს, გერმანულ უწყებებთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. წესისამებრ, უწყებების მიერ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის- შესაფერისი საცხოვრისით უზრუნველყოფა. გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი.

პრობლემები შეიძლება ყველგან იყოს. მთავარია, მათი მოგვარება მალე მოხდეს. კარგია, რომ მედიაში ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. იმედი მაქვს, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელებაც იგივე ყურადღებით  გაშუქდება”,-ამბობს ქნირში, რომლის კომენტარსაც საელჩო ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი