ახალი ამბებირეკლამა

წინანდლის ფესტივალის მესამე სეზონი – კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავები წინანდალში

19 მაისი, 2021 • 2604
წინანდლის ფესტივალის მესამე სეზონი – კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავები წინანდალში

საქართველოს ფილარმონიული ორკესტრი ფესტივალის განმავლობაში 5 საკონცერტო პროგრამას წარმოგიდგენთ ვარსკვლავური დირიჟორების: ჯანანდრეა ნოზედას, ქრისტოფ ეშენბახის, ლაჰავ შანის და პინკას ცუკერმანის ხელმძღვანელობით.  

მსმენელის წინაშე სოლისტების შთამბეჭდავი შემადგენლობა წარდგება: იეფიმ ბრონფმანი, ლიზა ბათიაშვილი, მათიას გოერნე, ელენა ბაშკიროვა, თომას ჰემფსონი, მიხაილ პლეტნიოვი, ვადიმ რეპინი, ფაზილ საი, სერ ანდრაშ შიფი, ალექსანდრ რამი, სერგეი რედკინი, ამანდა ფორსაიტი, მაო ფუჯიტა, მარკ ბუჩკოვი, ბლითე ენგსტროემი, სტატის კარაპანოსი და თომას ქუასტოფის ჯაზ ბენდი.

გლობალური პანდემიის გავლენა გასულ წელს ხელოვნების ყველა სფეროს შეეხოთუმცა, წინანდლის ფესტივალი აღმოჩნდა მცირერიცხოვან გამონაკლისებს შორის და მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის პროგრამა, ქვეყანაში დაწესებული კოვიდ რეგულაციების გამო, დაგეგმილთან შედარებით გაცილებით მოკლე იყო, წინანდლის მამულის უნიკალურ ამფითეატრში მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსების და ამომავალი ვარსკვლავების შვიდი კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე წარდგნენ მარტა არგერიხი, ლიზა ბათიაშვილი, ნელსონ გიორნერი, დანიელ ლოზაკოვიჩი, ალექსანდრე კანტოროვი, საქართველოს ფილარმონიული ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით

2021 წელს ფესტივალი 12 დღიანი პროგრამით ბრუნდება. მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები, სოლიდარობის ნიშნად წინანდალს ეწვევიან, რათა კვლავ დაადასტურონ წინანდლის ფესტივალის, როგორც მსოფილიო დონის მუსიკალური ფორუმის საერთაშორისო რეპუტაცია.  

წლევანდელი ფესტივალი გაიხსნება რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტით. საქართველოს ფილარმონიული ორკესტრი შეასრულებს რაველის ნაწარმოებსდაფნისი და ქლოე“. დირიჟორილაჰავ შანი; სოლისტიეფიმ ბრონფმანი.  

ფესტივალს დაასრულებენ ლიზა ბათიაშვილი, საქართველოს ფილარმონიული ორკესტრი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით. შესრულდება: სიბელიუისის სავიოლინო კონცერტი; დვორჟაკის მე-8 სიმფონია

ასეთი დიდი მუსიკოსების თავშეყრა წინანდალში და განსაკუთრებული საფესტივალო პროგრამის შექმნაორი შემოქმედებითი დირექტორის, მარტინ ენგსტროემის და ავი შოშანის, დამსახურებაა.

 ის, რომ ფესტივალი წელს გაიმართება, ბევრი ადამიანის ძალისხმევის შედეგია. ჩვენ გვსურს მადლობა ვუთხრათ შემსრულებლებს, მაყურებელს, ჩვენს მხარდამჭერებს და ყველაზე მეტადფესტივალის ადგილობრივ საორგანიზაციო გუნდს დავით საყვარელიძის ხელმძღვანელობით, რომელიც კვლავ  გიორგი რამიშვილის მიერ ჩაფიქრებული საერთაშორისო კლასის მუსიკალური ფესტივალის იდეის და ხედვის ერთგული რჩება.“ – ავი შოშანი, მარტინ ენგსტროემი.

 წინანდლის ფესტივალის იდეა ემსახურება არა მხოლოდ საქართველოში მსოფლიოს კლასიკური მუსიკის უდიდესი ვარსკვლავების ჩამოყვანას. ჩვენ გვინდა, რომ წინანდლის ფესტივალი იყოს საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი რეგიონის ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსებისთვის, სადაც მათ მასტერკლასებს ჩაუტარებენ მსოფლიოს საუკეთესო პედაგოგები, სადაც მათ საშუალება მიეცემათ გამოვიდნენ სცენაზე კლასიკური მუსიკის კორიფეებთან ერთად. სწორედ ამ იდეამ მოიზიდა მუსიკოსების ის თანავარსკვლავედი, რომელიც  მონაწილეობას იღებს ჩვენს ფესტივალში.“გიორგი რამიშვილი.

წინანდლის ფესტივალის წარმდგენია კომპანიასილქნეტი“მხარდამჭერი – თიბისი კონცეპტი 

საერთაშორისო გამოცემები წინანდლის ფესტივალის შესახებ

Classical Music Daily – https://bit.ly/3eZVnnt 

Pianist –  https://bit.ly/2S8l4cx 

Broadway World –  https://bit.ly/3v5bfdR 

Colins Column – https://bit.ly/3ouq72O 

Opera Wire – https://bit.ly/3eXQ0oz 

ფესტივალის სრული პროგრამა და სხვა დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

www.tsinandalifestival.ge 

www.facebook.com/tsinandalifestival

მასალების გადაბეჭდვის წესი