ნეტგაზეთი | ნეგატიური მოვლენაა, რეაგირება გვექნება – საპატრიარქო ბჟანიას ვიზიტზე ანტიოქიის პატრიარქთან ნეგატიური მოვლენაა, რეაგირება გვექნება – საპატრიარქო ბჟანიას ვიზიტზე ანტიოქიის პატრიარქთან – Netgazeti
RU | GE  
ანდრია ჯაღმაიძე

ნეგატიური მოვლენაა, რეაგირება გვექნება – საპატრიარქო ბჟანიას ვიზიტზე ანტიოქიის პატრიარქთან

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრეს-სპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ანტიოქიის პატრიარქის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მიღება „ნეგატიური მოვლენაა“, რაზეც რეაგირება ექნებათ, თუმცა მანამდე დეტალები უნდა დააზუსტონ.

„რა თქმა უნდა, ეს არის ნეგატიური მოვლენა, უცნაური ფაქტია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება რეაგირება. თუმცა მანამდე საჭიროა გარკვეული კომუნიკაცია, დეტალების დაზუსტება. რა ფორმით იქნება ეს, უნდა დაველოდოთ ჩვენს საგარეო ურთიერთობების განყოფილებას“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ 19 მაისს ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სირიაში, დამასკოში, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ იოანეს შეხვდა. პატრიარქმა ასლან ბჟანია და მისი თანხმლები დელეგაცია 18 მაისს მიიღო.

ანტიოქიის პატრიარქის ფეისბუკის გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ბჟანია აფხაზეთის პრეზიდენტად არის მოხსენიებული [აფხაზეთის დამოუკიდებლობა სირიამ 2018 აღიარა].

ასლან ბჟანია დამასკოში ანტიოქიის პატრიარქს შეხვდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com