ახალი ამბები

20-22 მაისს საქართველოში ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

19 მაისი, 2021 • 920
20-22 მაისს საქართველოში ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-22 მაისს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს.

სააგენტოს განცხადებით, 19 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი.

20-21 მაისს საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. კერძოდ, ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს დასავლეთ საქართველოში +32, +37, აღმოსავლეთ საქართველოში +30,+35 გრადუსამდე მოიმატებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 22 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში +25, +30 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს.

23-24 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში აგრილდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერის მაღალი ტემპერატურა (+30, +35 გრადუსი) შენარჩუნდება.

ქ. თბილისში, გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 19 – 22 მაისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება, 23-24 მაისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. 19 მაისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი