ახალი ამბები

19 მაისი: გამოვლინდა კორონავირუსის 1160 შემთხვევა, 20 ადამიანი გარდაიცვალა

19 მაისი, 2021 • 1114
19 მაისი: გამოვლინდა კორონავირუსის 1160  შემთხვევა, 20 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 ადამიანი გარდაიცვალა და გამოჯანმრთელდა 1 302 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 209 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 023 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 186 – PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.58%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.81%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 160 ახალი შემთხვევა თბილისსა და რეგიონებს შორის ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 588,
  • აჭარა – 86,
  • იმერეთი – 113,
  • ქვემო ქართლი – 80,
  • შიდა ქართლი – 53,
  • გურია – 31,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 110,
  • კახეთი -51,
  • მცხეთა-მთიანეთი – 21,
  • სამცხე-ჯავახეთი – 22,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  333 601-ს, დღემდე ვირუსს, ჯამში, 519 პირი ემსხვერპლა და გამოჯანმრთელებულია 313 651 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი