ახალი ამბები

ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში შედის და ევსაქებს ტოვებს

18 მაისი, 2021 • 2389
ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში შედის და ევსაქებს ტოვებს

“ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარტია საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთვება.

“თითქმის ერთსულოვნად პარტიის პოზიციაა, რომ “ევროპულმა საქართველომ” ამ პოლიტიკურად არალეგიტიმურ პარლამენტში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ამიტომ “ევროპული საქართველო” იმ ორ მანდატს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არ გამოიყენებს”, — განაცადა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, ამ საკითხზე განსხვავებული აზრი ჰქონდა ტარიელ ნაკაიძეს. ამასთან, მას სურდა, პარლამენტში “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ყოფილიყო, ან თუ “ევროპული საქართველო” გადაწყვეტდა პარლამენტში შესვლას, შიდაპარტიული კონკურენციის წესით სხვა ადამიანს დაუთმობდა ადგილს.

“მაგრამ რადგან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში არ შევდივართ, ჩვენი გზები გაიყო”, — განაცხადა ბოკერიამ.

ტარიელ ნაკაიძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ის ემხრობა პარტიის გადაწყვეტილებას, თუმცა მისი სპეციფიკური ბექგრაუნდიდან და იმ წარმომადგენლობითი ფორმიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით, გადაწყვიტა, დამოუკიდებლად შევიდეს პარლამენტში.

“მე შევეცდები, რომ მაქსიმალურად წარმოვადგინო ის თემები, რომლებიც, სამწუხაროდ, აქამდე ნაკლებად განიხილებოდა საქართველოს საპარლამენტო საქმიანობაში და ხვალიდან შევუდგები საპარლამენტო საქმიანობას”, — განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი