ახალი ამბები

ქურდობა, ოჯახში ძალადობა და სხვა ყველაზე ხშირი დანაშაულები 2020 წელს

18 მაისი, 2021 • 1164
ქურდობა, ოჯახში ძალადობა და სხვა ყველაზე ხშირი დანაშაულები 2020 წელს

2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო, რაც 2019 წელთან შედარებით 18.3%-ით ნაკლებია.

სტატისტიკა წარმოდგენილია გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში საქართველოს პროკურატურის 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 2012-2020 წლებში ამგვარია:

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 2012-2020 წლებში. წყარო: საქართველოს პროკურატურა

ანგარიშის თანახმად, 2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ისევე როგორც 2018-2019 წლებში, ქურდობის და ოჯახში ძალადობის მუხლებით დაფიქსირდა, ხოლო მესამე ადგილზე ნარკოდანაშაული მუქარამ ჩაანაცვლა.

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი დანაშაულების მიხედვით ასეთია:

  • ქურდობა — 3 113 (15.8%)
  • ოჯახში ძალადობა — 2 619 (13.3%)
  • მუქარა — 1 716 (8.7%)
  • ძალადობა — 1 634 (8.3%)
  • ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება — 1 255 (6.4%)
  • კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება — 950 (4.8%)
  • ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა — 645 (3.3%)

მასალების გადაბეჭდვის წესი