ახალი ამბები

18 მაისი: გამოვლინდა კორონავირუსის 1562 შემთხვევა, 30 ადამიანი გარდაიცვალა

18 მაისი, 2021 • 1175
18 მაისი: გამოვლინდა კორონავირუსის 1562 შემთხვევა, 30 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის  1 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 30 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევები 29 685 კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, მათგან 21 443 ანტიგენის და 8 242 PCR ტესტი იყო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.26%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.85%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.72% იყო. ქვეყანაში  Covid-19-ის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 332 441-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 499 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 893
  •  აჭარა – 102
  • იმერეთი – 136
  • ქვემო ქართლი – 98
  • შიდა ქართლი – 52
  • გურია – 31
  •  სამეგრელო – ზემო სვანეთი – 123
  • კახეთი -75
  •  მცხეთა-მთიანეთი – 35
  • სამცხე-ჯავახეთი – 10
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 15 567-ია, მათგან 4 343 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი