თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ხამენეის დაკრძალვაზე ჩავა, ამაში ცუდი არაფერია.
„არ გამოვრიცხავ [ჩავიდეს დაკრძალვაზე]. რა არის ამაში ცუდი? მიემგზავრება დაკრძალვაზე, როგორც სხვა ქვეყნის ლიდერები – თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ა.შ. ამაში ცუდი არაფერია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ირანული მედიასაშუალების, WANA-ს თანახმად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეგიონის არაერთი მაღალჩინოსანი და მაღალი რანგის დელეგაცია დაესწრება აიათოლა ხამენეის დაკრძალვის ღონისძიებებს, რომლებიც ივლისის დასაწყისში რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმართება თეირანში, ყუმში, მეშჰედსა და ერაყის გარკვეულ ნაწილებში.
განახლება:
