ახალი ამბები

არ იქნება ბანკეტები და ექსკურსიები, “ბოლო ზარზეც” შეზღუდვა დაწესდა

18 მაისი, 2021 • 4834
არ იქნება ბანკეტები და ექსკურსიები, “ბოლო ზარზეც” შეზღუდვა დაწესდა

მაშინ, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით მეთორმეტე კლასელები სკოლის დამთავრებისა და “ბოლო ზარის” ღონისძიებისთვის ემზადებიან, ცნობილი ხდება, რომ ბოლო ზარს მხოლოდ მეთორმეტე კლასელები და მასწავლებლები დაესწრებიან. გარდა ამისა, არ იქნება ბანკეტები და ექსკურსიები.

როგორც განათლების სამინისტრო აცხადებს, აღნიშნული გადაწყვიტეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, პანდემიის გათვალისწინებით.

რეკომენდაციების თანახმად, ბოლო ზარი უნდა ჩატარდეს სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

“თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა”, — აცხადებს განათლების სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი