ახალი ამბები

არ შეუწყოთ ხელი კონფლიქტის ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას – შსს დმანისზე

17 მაისი, 2021 • 925
არ შეუწყოთ ხელი კონფლიქტის ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას – შსს დმანისზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო დმანისში მიმდინარე დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს, რათა კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.

უკვე მეორე დღეა დმანისში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან.

განცხადებაში შსს ამბობს, რომ 16 მაისს ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც შემდგომ ჯგუფურ ძალადობაში გადაიზარდა.

„პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა, გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

დმანისში დაპირისპირების განმეორების პრევენციის და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას“, – წერია განცხადებაში.

დმანისში ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი