ახალი ამბები

დღეს ღაზაზე განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე 33 ადამიანი ემსხვერპლა – ალ-ჯაზირა

16 მაისი, 2021 • 1091
დღეს ღაზაზე განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე 33 ადამიანი ემსხვერპლა – ალ-ჯაზირა

ალ-ჯაზირას ცნობით, კვირა დილით, 16 მაისს ღაზაზე განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაბომბვების სერიის დროს დაიჭრა ათობით ადამიანი და დაინგრა სულ მცირე ორი შენობა.

ალ-ჯაზირა, რომელიც ჰამასის ადგილობრივ მედიას ეყრდნობა, იუწყება, რომ დღეს დაიბომბა ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის იეჰია ალ-სინვარის სახლიც.

ღაზის სექტორში დაბომბვების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 188-მდე გაიზარდა, რომელთაგან 55 ბავშვია, 33 ქალი. პარალელურად, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის საპოლიციო ძალებთან შეტაკებებში გარდაიცვალა 13 პალესტინელი.

ისრაელის ცნობით, პალესტინურმა დაბომბვებმა იმსხვერპლეს 10 ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის ორი ბავშვია.

ისრაელში დაპირისპირება თავდაპირველად აღმოსავლეთ იერუსალმში პალესტინელ აქტივისტებსა და ისრაელის პოლიციას შორის დაიწყო, მოგვიანებით კი ჰამასსა და სხვა გასამხედროებულ ჯგუფებსა და ისრაელის ძალებს შორის ურთიერთდაბომბვებში გადაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი