Interviewsახალი ამბები

ლევან ვასაძე თბილისში მოქალაქეებს შეხვდა

16 მაისი, 2021 • 1866
ლევან ვასაძე თბილისში მოქალაქეებს შეხვდა

დღეს 16 მაისს ლევან ვასაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედის” შექმნის შესახებ გამოაცხადა, თბილისში 9 აპრილის ბაღში მოქალაქეებს შეხვდა.

ვასაძემ შეხვედრაზე შეკრებილებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, მმართველობის ფორმის, ცხოვრების წესის, ვაქცინაციის, ნიღბების ტარების, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისა და სხვა საკითხების შესახებ საკუთარი მოსაზრებები კიდევ ერთხელ გააცნო.

მისივე თქმით, იგი მალე განაცხადებს პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ და დაასახელებს მის წევრებსაც.


ლევან ვასაძე საკუთარ თავს პოლიტიკური რეალიზმის დოქტრინის მიმდევრად აცხადებს და ახასიათებს, როგორც ტრადიციონალისტს, ეროვნულს და კონსერვატორს.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი არის მთავარი. სულ ტყუილად მწამებენ ცილს ანტიდასავლელობაში, ესეც სრული სიცრუეა — მე მაგალითად ვარ აბსოლუტური მხარდამჭერი დონალდ ტრამპისა. უბრალოდ ჩვენს ფორმულაში Make America Great Again-ის ნაცვლად, არის “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, — განაცხადა ლევან საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებისას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი