ახალი ამბები

ისრაელ-ლიბანის საზღვართან დაჭრილი ლიბანელი ახალგაზრდა დაიღუპა

14 მაისი, 2021 • 1120
ისრაელ-ლიბანის საზღვართან დაჭრილი ლიბანელი ახალგაზრდა დაიღუპა

ისრაელ-ლიბანის საზღვართან დაჭრილი 21 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ლიბანის ეროვნული საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

ლიბანელი ახალგაზრდების ჯგუფმა დღეს, 14 მაისს, ლიბანი-ისრაელის საზღვარზე არსებული ღობე გაარღვია და ისრაელის ტერიტორიაზე გადასვლა სცადა. ისინი ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვას აპროტესტებდნენ. ისრაელელმა მესაზღვრეებმა ახალგაზრდების მიმართულებით გაფრთხილების მიზნით ისროლეს, დაიჭრა ორი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა.

ინციდენტისთანავე ლიბანელი სამხედროები და პოლიციელები საზღვრის მორღვეულ მონაკვეთთან მივიდნენ, საკონტროლო პუნქტები აღმართეს და ლიბანელ ახალგაზრდებს ისრაელის მიმართულებით გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

აღნიშნულ შემთხვევას წინ უძღოდა ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტის სროლა. ლიბანის ხელისუფლებამ აღნიშნული გამოძიება დაიწყო, რადგან უცნობია, თუ ვინ იდგა ამის უკან.

უკვე რამდენიმე დღეა, ისრაელში დაძაბულობაა. იბომბება როგორც ისრაელის ქალაქები, ისე — პალესტინელებით დასახლებული ღაზის სექტორი. პალესტინელთა მხარეს მსხვერპლი 100-ს გადასცა, მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები. მსხვერპლის რიცხვი 10-მდეა გაზრდილი ისრაელშიც, რომელთა შორის არიან როგორც ქალები, ასევე ერთი ბავშვი.

100-ზე მეტი დაღუპული: ღაზაზე შეტევა გააქტიურდა, კონფლიქტი გრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი