ახალი ამბებისამართალი

ასელ აიტპაევას ნათესავს გაუპატიურების მუხლით ბრალი წაუყენეს

14 მაისი, 2021 • 2545
ასელ აიტპაევას ნათესავს გაუპატიურების მუხლით ბრალი წაუყენეს

ყაზახეთის მოქალაქის, ასელ აიპტაევას გარდაცვალების საქმის ფარგლებში მის ნათესავს წარედგინა გაუპატიურების მუხლით ბრალდება. ეს არის ამ საქმეზე ბრალდებული უკვე მეორე პირი.

მანამდე ასელის დედა ამბობდა, რომ ამ საქმეში მთავარი ბრალდებული ოჯახის ერთ-ერთი სიძე იყო, რომელმაც თბილისი დატოვა და ყაზახეთში გაემგზავრა. სწორედ მას წაუყენეს დღეს ბრალი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 28-29 აპრილს რუსთავში მ.მ -მ ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით ა.ა-სთან ორჯერ დაამყარა არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი.

მ.მ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის ორი ეპიზოდისთვის (გაუპატიურება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერს პროკურატურა.

ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მანამდე ასელ აიტპაევას საქმეზე საქართველოს პროკურატურამ 6 მაისს დააკავა პირველი ბრალდებული ბ.თ. მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეორე ნაწილის “” ქვეპუნქტით, რაც გაუპატიურებას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.

„განვიხილავთ ტრეფიკინგის ვერსიასაც“ — რა ვიცით ამ დრომდე ასელ აიტპაევას საქმეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი