დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, იმუნიზაციის პორტალის, booking.moh.gov.ge-ის მუშაობაში შეფერხება, სავარაუდოდ, “ძალიან დიდმა ტრაფიკმა” გამოიწვია.

საქმე ეხება ტექნიკურ პრობლემას, რომელიც არაერთ მოქალაქეს შეექმნა 12 მაისს, “სინოფარმის” მიერ წარმოებული ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად საჭირო რეგისტრაციის დროს.

ერთ-ერთი ვერსიაა, რომ გუშინ საღამოს, 8 საათზე, როდესაც გაიხსნა რეგისტრაცია მეორე დოზაზე Sinopharm-ის და ასევე, დაიწია 10 წლით AstraZeneca-ს ასაკმა 45 წლამდე და გაიხსნა მასზეც რეგისტრაცია, როგორც ჩვენი საინფორმაციო სამსახურები, IT სამსახურები გვეუბნებიან, იყო ძალიან დიდი ტრაფიკი, ანუ სადღაც 800 000-მდე შემოსვლის მცდელობა, როგორც აგვიხსნეს.

დაახლოებით და ეს იყო, რომ სისტემამ ვერ გაუძლო ამას. შესაბამისად, მოხდა ეს ხარვეზი, რომლის გამოსწორებასაც საკმაო დრო დასჭირდა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “რუსთავი2”-ის ეთერში.

ამავე თემაზე:

“შეფერხება უმოკლეს დროში აღმოიფხვრება” – NCDC სინოფარმის მეორე დოზის რეგისტრაციის შესახებ