ახალი ამბები

ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა ისროლა

12 მაისი, 2021 • 1013
ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა ისროლა

ჰამასმა 12 მაისის ღამეს, საქართველოს დროით დაახლოებით 21:00 საათისთვის, ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა ისროლა. Al-jazeera-ს ინფორმაციით, თელ-ავივში სირენების ხმა ისმის.

ჰამასის განცხადებით, 130 რაკეტის სროლა მოჰყვა ისრაელის მიერ ღაზას სექტორში მე-3 მრავალსართულიანი სახლის აფეთქებას.

ღაზას სექტორში გარდაცვლილთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა, მათ შორის 14 ბავშვია.

სარაკეტო დარტყმების შედეგად გარდაიცვალა ისრაელის 5 და ინდოეთის ერთი მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი