ახალი ამბები

სრულ სიმშვიდემდე ოპერაციას არ შევწყვეტთ – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

12 მაისი, 2021 • 993
სრულ სიმშვიდემდე ოპერაციას არ შევწყვეტთ – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

“ისრაელი არ შეწყვეტს თავის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში მანამ, სანამ არ მიაღწევს სრულ სიმშვიდეს”, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა მას შემდეგ, რაც სარაკეტო იერიშები 12 მაისს, ოთხშაბათ დღესაც გაგრძელდა.

ინფორმაციას ბრიტანუნლი გამოცემა The Guardian ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ მოკლეს ჰამასის 4 მაღალი რანგის მეთაური.

გარდაცვლილთა შორის არიან ბასემ ისა, რომელიც ღაზის ბრიგადის მეთაური და ჰამასის წარმოების ქსელის ხელმძღვანელი იყო.

ისრაელში პალესტინელ მოსახლეობასა და ღაზას სექტორში არსებულ სამხედრო ჯგუფებსა და ისრაელის საპოლიციო და თავდაცვის ძალებს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღეა გრძელდება, რაც თავდაპირველად იერუსალმიში ისრაელის პოლიციასთან შეტაკებებით დაიწყო, მოგვიანებით კი ორმხრივ დაბომბვებში გადაიზარდა.

დაძაბულობების წინაპირობებზე ვრცლად იხილეთ სტატია:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი