ახალი ამბები

სალომე სამადაშვილმა “ნაციონალური მოძრაობა” ოფიციალურად დატოვა

12 მაისი, 2021 • 863
სალომე სამადაშვილმა “ნაციონალური მოძრაობა” ოფიციალურად დატოვა

სალომე სამადაშვილმა “ნაციონალური მოძრაობა” ოფიციალურად დატოვა.

მისი თქმით, პარტიის დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადებით ენმ-ს დღეს, 12 მაისს, მიმართა.

“ჩვენ გვქონდა გრძელი სატელეფონო საუბარი, მისთვის[ნიკა მელიასთვის] გასაგები არის ჩემი პოზიცია, ჩემთვის გასაგებია მისი პოზიცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერჩებით მეგობრებად, მაგრამ პარტიულად დღეს ჩვენი გზები იყრება. მე დღეს ოფიციალურად მივმართე “ნაციონალურ მოძრაობას” იმის თაობაზე, რომ მე პარტიას ვტოვებ”, – განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა, რომემელიც ენმ-ის საარჩევნო სიაში იყო, შარლმ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა და პარლამენტში შევიდა. სწორედ სამადაშვილი იყო ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში ენმ-ის ერთ-ერთი მომლაპარაკებელი. როგორც სამადაშვვილი ამბობ, მას უხეშ პოლიტიკურ შეცდომად მიაჩნია ის, რომ პარტიამ ხელი არ მოაწერა შეთანხმების დოკუმენტს, რამაც მისი ენმ-სთან თანამშრომლობა შეუძლებელი გახადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი