ახალი ამბები

ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტი Kazzy Jazz გარდაიცვალა

12 მაისი, 2021 • 1536
ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტი Kazzy Jazz გარდაიცვალა

ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტი გიორგი იოსელიანი, სასცენო სახელით Kazzy Jazz, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” მუსიკოსმა და იოსელიანის მეგობარმა ჯერონიმომ დაუდასტურა.

ჯერონიმოს ინფორმაციით, Kazzy Jazz-ის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.

გიორგი იოსელიანმა მუსიკალური მოღვაწეობა 18 წლის ასაკში დაიწყო. ის ჩართული იყო სხვადასხვა სოციალურ პროექტშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი