ახალი ამბები

Spotify-ს და Apple Music-ს KayaKata-ს პირველი ალბომი დაემატა

13 დეკემბერი, 2019 • 1669
Spotify-ს და Apple Music-ს KayaKata-ს პირველი ალბომი დაემატა

პოპულარული ქართული ჰიპ-ჰოპ დუეტის, KayaKata-ს მოსმენა ამიერიდან Apple Music-ზე, Spotify-სა და Google-ის Music Store-ზეც იქნება შესაძლებელი.

ამ მუსიკალური სერვისების გარდა, მათი მოსმენა ამიერიდან შესაძლებელია Amazon Music-სა და Tidal-ზე.

KayaKata დაემატა აპლიკაცია Shazam-საც, რაც ნიშნავს, რომ ამიერიდან ეს აპლიკაცია მათ სიმღერებსაც ამოიცნობს ხოლმე.

ჰიპ-ჰოპ არტისტებმა, ზურა ჯიშკარიანმა და მაქს მაჩაიძემ KayaKata-ს სახელით 2017 წელს დაიწყეს შესრულება. ამ სახელით მათი პირველი ტრეკი იყო Jungle With Fiction:

მანამდე, ზოგჯერ სხვა შემსრულებლებთან ერთადაც, რამდენიმე საერთო პროექტი ჰქონდათ, მათ შორის- „ზურმუხტისფერი ბედის ორდენი“.

 

სამი წლის განმავლობაში KayaKata-მ არაერთი ჰიტი ჩაწერა. პირველი ალბომი — სახელად Sadaa — 2019 წლის აგვისტოში გამოუშვეს იუტუბზე. ალბომმა კრიტიკოსებისგან დადებითი გამოხმაურებები მიიღო.

მაგალითად, „რადიო თავისუფლების“ ბლოგერმა ნიკო ნერგაძემ ალბომს უწოდა „უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი ჯგუფისთვისაც და, ზოგადად, თანამედროვე ქართული მუსიკისთვისაც“.

მუსიკალურ სერვისებზეც ჯერჯერობით მხოლოდ ეს ალბომია ხელმისაწვდომი.

მასალების გადაბეჭდვის წესი